Pablo Software Solutions
რაგბის კლუბი
"თბილისი"
საჭირო ინფორმაცია > ტრავმები
Fair play ანუ ჯენტლმენური თამაში
კვება და სითხით დატვირთვა
ტრავმები
ტრავმის დაგეგმარება გულისხმობს დიაგნოსტიკას, მკურნალობას და შემდგომ რეაბილიტაციას. მოთამაშეები, რომლებიც უბრუნდებიან თამაშს სრული რეაბილიტაციის დამთავრებამდე, აცდენენ დაახლოვებით სამჯერ უფრო მეტ მატჩებს იმათთან შედარებით, ვინც გადის სრულ აღდგენას.

ტრავმის ფაზები:
1.მწვავე
2.რეაბილიტაცია
3.თამაშში დაბრუნება

I. მწვავე ფაზა
არსებობს რამოდენიმე ძირითადი მოქმედებები, რომელიც ტრავმის შემთხვევაში აუცილებლად იმდროულადვე უნდა იქნეს გამოყენებული. ამას უწოდებენ გადაუდებელ ფაზას. მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ეს პროცედურა.

ტრამვის შესაფასებლად საჭიროა:

1.გამოკითხვა
დაელაპარაკეთ მოთამაშეს, ჰკითხეთ რა მოხდა, სად ტკივა, რანაირად ტკივა?
2.დათვალიერება
დაათვალიერეთ, ხომ არ აღინიშნება დაზიანებული უბანის სიწითლე ან შეშუპება?
ხომ არ განსხვავდება დაზიანებული მხარე ჯანმრთელისაგან?
3.შეეხეთ
შეხებით შეიძლება იგრძნოთ ანთებით გამოწვეული სიმხურვალე. ასევე შეგიძლიათ შეაფასოთ ტკივილის ხარისხი
4.აქტიური მოძრაობა
თხოვეთ მოთამაშეს გაამოძრაოს სხეულის ტრავმირებული ნაწილი რაიმე დახმარების გარეშე.
5.პასიური მოძრაობა
თუ მოთამაშეს შეუძლია ამოძრაოს ტრვმირებული ნაწილი, ფრთხილად, თქვენით  ცადეთ ბოლომდე გააკეთებინოთ მოძრაობა
6.ტესტი
იწვევს თუ არა აქტიური ან პასიური მოძრაობა ტკივილს? თუ აქტიური მოძრაობა არ იწვევს ტკივილს, შეუძლია თუ არა მოთამაშეს ფეხზე დადგომა და შეუზღუდავი მოძრაობა? თუ გამოვლინდა რამე დაზიანება გამოიყვანეთ თამაშიდან ან შეაწყვეტინეთ ვარჯიში.
ტრვმის მკურნალობა
რბილი ქსოვილის ისეთი დაზიანება, როგორიც არის კუნთების და სახსრების დაჭიმვა, ჩალურჯება საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას:
1.დასვევება
დასვენება ამცირებს შემდგომ დაზიანებას.
ეცადეთ რაც შეგიძლიათ ნაკლებად ამოძრაოდ დაზიანებული ნაწილი. არ დაიდოთ რამე სიმძიმე დაზიანებულ ადგილზე.
2.ყინული
ყინული აგრილებს ქსოვილს და ამცირებს ტკივილს და შეშუპებას.
დაადეთ ყინული, გახვეული სველ პირსახოცში ან ნაჭერში, დაზიანებულ ადგილზე 20 წუთის განმავლობაში ყოველ 2 საათში პირველი 48 საათის მანძილზე.
2.კომპრესია
ტრავმირებული ადგილის გადახვევა ამცირებს შეშუპებას. ნახვევი არ უნდა იყოს დამწოლი რომ არ გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის მოშლა და ტკივილი. გადაახვიეთ ტრავმული ადგილი ყინულით მკურნალობის შუალედებში
3.ზემოდ აწევა
ვინაიდან ძირითადად ზიანდება კიდურები, ეცადეთ დაზიანებული კიდური ან უბანი იყოს აწეული, რაც ამცირებს შეშუპებას და შესაბამისად ტკივილს.
მიმართეთ ექიმს ან ფიზიოთერაპევტს, თუ ტკივილი ან შეშუპება საგრძნობლად არ შემცირდება 48 საათის მანძილზე.

მოერიდეთ
ტრამვის დადგენის და მკრნალობის დაწყების შემთხვევაში 72 საათის მანძილზე თავი აარიდეთ შემდგომ ფაქტორებს:

1.სიცხე
სითბო და სიცხე ხელს უწყობს ქსოვილის შეშუპებას. მოერიდეთ ცხელ აბაზანას, შხაპს, საუნას. ტრამვიდან 72 საათამდე არ შეიძლება ტრავმირებულ ადგილზე ცხელი საფენების დადება და რაიმე მაზების შეზელვა.
2.ალკოჰოლი
მოერიდეთ ალკოჰოლს, ვინაიდან ის ხელს უწყობს დაზიანების არეში შეშუპებას და ანელებს გამოჯამთელებას. იგი აგრეთვე მასკირებას უკეთებს ტკივილს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მკურნალობის მოგვიანებითი დაწყება. თუ ეჭვია მიტანილი თავის ტრავმაზე ალკოჰოლი
კატეგორიულად აკრძალულია!
3.ვარჯიში
სირბილი ან ტრავმირებული ადგილის ვარჯიში იწვევს დამატებით დაზიანებას. ვარჯიშის განახლება არ არი სასურველი ტრავმის მიღებიდან 72 საათის მანძილზე სანამ არ ჩატარდება სამედიცინო გამოკვლევა.
4.მასაჟი
აგრეთვე არ არის სასურველი მასაჟის გაკეთება ტრავმირებულ ადგილზე დაზიანებიდან 72 საათამდე, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, იგი იწვევს შეშუპების გაძლიერებას და რეაბილიტაციის პროცესის გახანგრძლივებას.

II ფაზა -  რეაბილიტაცია
რეაბილიტაციის მიზანია მოთამაშის ფუნქციონალური თვისებების სრული აღადგენა, რათა მან მაქსიმალურად გამოიყენოს თავის შესაძლებლობები. ამ პერიოში მოთამაშეებმა უნადა იმუშაონ ტრავმირებული ადილის კუნთების გაძლიერებაზე, მიაღწიონ მოძრაობის სრულ აღდგენას სახსრებში. ფორმის შესანარჩუნებლად ძალიან სასარგებლოა ცურვა ან ველოსიპედზე ვარჯიში. ფუნქციონალური თვისებების აღდგენის შემდეგ სასურველია ნელ ნელა რაგბისთვის დამახასიათებელი ვარჯიშებზე გადასვლა. მოთამაშემ უნდა გაზარდოს დატვირთვა იმის და მიხედვით, რამდენად აძლევს მას საშუალებას ტრავმა.

იმის შესაფასებლად, თუ რამდენად არის მოთამაშე მზად სათამაშოდ, მწვრთნელი, ექიმი ან ფიზიოთერაპევტი უტარებს მას ტესტებს.
ამ ტესტების მეშვეობით უნდა შეფასდეს  მოთამაშის ფიზიკური კონდიცია და რამდენად შეუძლია მას რაგბისთვის დამახასიათებელი ილეთების გაკეთება, მაგალითად, გვერდზე ნაბიჯის გადადგმა ან შებოჭვა.
გახსოვდეთ - თუ თქვენი მოთამაშე თამაშობს ტრავმირებული, ეს ზრდის ალბათობას განვითარდეს შემდგომი, უფრო მძიმე ტრავმა.

ტექნიკა
სპორტული ფსიქოლოგია