Designed © 2009 by
Irakli Sikharulidze
All Rights reserved
iraklisikh@yahoo.com
IMG_8476
IMG_8493
IMG_8641
Pablo Software Solutions
  კლუბი "თბილისი" შეიქმნა 1990 წელს სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე. თავად კლუბი "სამედიცინო ინსტიტუტი" დააარსა 1976 წელს აწ განსვენებულმა რეზო ჩხეიძემ. სწორედ ამ კლუბში, როგორც მოთამაშეები, მოღვაწეობდნენ მიხეილ რობიტაშვილი და მიხეილ ბურძგლა. 1981 წელს "სამედიცინო ინსტიტუტი"-ს გუნდი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი და "ქარიშხალას" ცენტრალური საბჭოს პირველობაც მოიგო, ხოლო 1987 წელს მეორედაც მოიგო საქართველოს ჩემპიონატი.
  1990 წელს მიხეილ რობიტაშვილმა და მიხეილ ბურძგლამ შექმნეს და მწვრთნელების რანგში გაუძღვნენ სრულიად ახალ გუნდს, რომელიც თავიდან ასპარეზობდა "სამედიცინო ინსტიტუტის"-ს სახელწოდებით, ხოლო შემდგომში ჩამოყალიბდა, როგორც კლუბი "თბილისი". ამ კლუბში თამაშობდნენ არჩილ გოგსაძე, გიორგი შენგელია, ირაკლი სიხარულიძე, შოთა ქავთარაძე, პაატა ურუშაძე და ლაშა თურქიაშვილი. გუნდმა დაიწყო ასპარეზობა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში და სულ რაღაც ორი წლის თავზე, 1992 წელს, მოიგო პირველი ლიგა და გადავიდა უმაღლეს დივიზიონში.
  1994 წელს გუნდმა აქაც მიაღწია წარმატებას და გახდა საქართველოს ჩემპიონი, ხოლო შემდეგ წელს (1995წ.) დაიკავა მესამე ადგილი. შემდგომში კლუბმა გარკვეული მიზეზების გამო
შეწყვიტა ფუნქციონირება.
  2008 წელს ზემოდ აღნიშნულმა პიროვნებებმა გადაწყვიტეს ერთობლივად აეღორძინებინათ კლუბი. პრიორიტეტი გაკეთდა ბავშვთა რაგბიზე, ვინაიდან სწორედ მისი განვითარება არის მომავალი გამარჯვებების საწინდარი.
  უსურვოდ წარმატება ამ საკმაოდ რთულ და ძალზედ საპასუხისმგებლო საქმეში!
მთავარი
საწვრთნელი ბაზა
ვარჯიშები
ისტორია
ფოტო ალბომი
რაგბის კლუბი
"თბილისი"
რაგბის კლუბი
"თბილისი"