რაგბის კლუბი
"თბილისი"
საჭირო ინფორმაცია > ტექნიკა
Fair play ანუ ჯენტლმენური თამაში
კვება და სითხით დატვირთვა
ტრავმები
საუკეთესო ტექნიკას წარმოადგენს უსაფრთხო ტექნიკა

ტექნიკური მოთამაშე აღწევს თამაშის მაღალ დონეს და ამავე დროს ტრავმის მიღების ალბათობა უფრო ნაკლები აქ.
არასწორი ტექნიკა კონტაქტის ფაზაში რაგბის თამაშის დროს, არის მიზეზი მრავალი ტრავმის, მათ შორის ზოგიერთი სერიოზულის.

შებოჭვა
შებოჭვა არის თამაშის ის ელემენტი, რომლის დროსაც ხდება უმეტესად
ტრავმის მიღება.
შებოჭვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდგომზე:
1.ხედავდე მიზანს
2.მოძრაობა იყოს წინ შებოჭვის დროს
3.მოძრაობა ოდნავ ცერად (შიგნიდან) ბურთიანი მოთამაშისკენ
4.სახე ზემოდ!
5.კონტაქტი კეთდება მხრით, თავი გვერდზე (არავითარ შემთხვევაში თავით დაჯახება არ შეიძლება)
6.კონტაქტის შემდეგ შემოხვიედ ხელები ბურთიან მოთამაშეს და ძლიერად მიაწექით წინ მის წასაქცევად

მაღალი შებოჭვა
მაღალი შებოჭვა არ არი რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ყრმაწვილებისთვის
და გამოუცდელი მოთამაშეებისთვის.
მოამზადეთ მოთამაშეები თანმიმდევრულად - მოთამაშე არ უნდა
ცდილობდეს მაღალი შებოჭვის გაკეთებას, სანამ კარგად არ აითვისებს
კლასიკური შებოჭვის ტექნიკას.
ამ ტიპის შებოჭვის დროს გამოიყენება ისეთივე ტექნიკა,  როგორიც
აღწერილია ზემოდ, გარდა იმისა რო კონტაქტი კეთდება სხეულში,
ანუ გულ-მკერდის მიდამოში.
ხელები უნდა იქნას შემოხვეული ბურთიანი მოთამაშის ხელებს გარშემო,
რათა მას არ მიეცეს საშუალება განთავისუფლდეს ბურთისგან

ბუთის ჭერა კონტაქტის დროს
ტრავმატიზმის მაღალი მაჩვენებელი შებოჭვის დროს არ არი დამოკიდებული მხოლოდ შემბოჭავზე. მწვრთნელის მიზანია აგრეთვე ასწავლოს მოთამაშეს ბურთის სწორი ფლობა კონტაქტის დროს.

ყურადღება უნდა გამახვილდეს:
1.ფოკუსირება კონტაქტის ზონაზე
2.სახე ზევით
3.თვალები გახელილი
4.ბურთი ორ ხელში
5.სხეული წინ გადახრილი
6.სხეული ბურთის წინ
7.ძლიერი დიდი ნაბიჯები კონტაქტის დროს
8.კონტაქტი მხრით ან თეძოთი

შერკინება
შერკინება არის თამაშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომლის მეშვეობით ხდება თამაშის განახლება და მასზე კონტროლის მოპოვება. ტექნიკურად სწორი თამაში შერკინებაში აუცილებელია, რათა შევამციროთ ტრავმის მიღების ალბათობა თამაშის ამ ერთ-ერთ კრიტიკულ ფაზაში.
საყურადღებო მომენტები, რომელიც შესისხლხორცებული უნა ქონდეთ მწვრთნელებს, მოთამაშეებს და მსაჯებს არიან:
შერკინებაში ჩასვლა
1. მსაჯის დაძახილზე მოემზადეთ შერკინებისთვის
2. პირველი ხაზის მოთამაშეები - მუხლებში ჩამჯდარი და წელში მოხრილი
მხრები ყოველთვის თაძოზე ზემოდ
3. თავი აწეული
4. ზურგი სწორი ლარივით
5. თვალები მიპყრობილი მოწინააღმდეგის მიმართ
6. წონა უნადა გადაიტანით ფეხის ქუსლებიდან თითებში
7. თუ არ ხართ სწორ პოზიციაში ან ვერ მოასწარით მომზადება აცნობეთ მსაჯს შეძახილით
8. შერკინებაში შესვლის წინ არ მოაშოროთ მზერა ოპონენტს, რათა ხედავდეთ შესვლის ადგილს
9. შედით შერკინებაში მსაჯის ბრძანების შემდეგ

შერკინებაში შესვლა
შერკინებაში შესვლის ვარჯიშების 2/3 უნდა ტარდებოდეს სპეციალური
"შერკინების მანქანის" გამოყენებით. თუმცა ვარჯიშები ერთი ერთზე და
სამი სამის წინააღმდეგ ასევე არის შესანიშნავი საშუალება ტექნიკური
მხარის ასამაღლებლად.


ტექნიკა
Pablo Software Solutions
სპორტული ფსიქოლოგია