Pablo Software Solutions
რაგბის კლუბი
"თბილისი"
საჭირო ინფორმაცია > სპორტული ფსიქოლოგია
Fair play ანუ ჯენტლმენური თამაში
კვება და სითხით დატვირთვა
ტრავმები

სპორტული ფსიქოლოგია.   

     სპორტული ფსიქოლოგიის მიზანი გახლავთ ხელი შეუწყოს მოთამაშის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას ისეთივე დონეზე, როგორც ფიზიკური მონაცემების (ანუ, მარტო კუნთების ქონა, თუ თავში სიცარიელეა, არაფერს ნიშნავს).
    
     ოსტატობა, ფიზიკური მომზადება და გონებრივი მონაცემები ერთად არის ის თვისებები, რომელისგანაც იძერწება გამოჩენილი მოთამაშე. მაღალი დონის გუნდებში, არსებობენ უამრავი მოთამაშეები თანაბარი ფიზიკური კონდიციებით, მაგრამ სხვაობა დიდებულ თამაშსა და კარგ თამაშს შორის, ან მოგებას და წაგებას შორის, ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან უფრო ხშირად არის დაკავშირებული, ვიდრე ფიზიკურ შესაძლებლობებთან. მართლაც და, შეჯიბრების ნებისმიერ დონეზე, ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი წარმატების მისაღწევად. არსებობს მრავალი მაგალითი, როცა შედარებით ნაკლებად ტექნიკურმა გუნდმა მოუგო უფრო ძლიერ გუნდს, მაღალი ფსიგოლოგიური მომზადების ან ბრძოლის ჟინის ხარჯზე.
    
     მწვრთნელს არ შეუძლია აკონტროლოს მოთამაშის მოტივაციის დონე, მაგრამ მან უნდა იცოდეს რატომ და რისთვის არიან მისი მოთამაშეები ჩართული სპორტში. გუნდის ყველა  წევრს ერთი და იგივე მიზეზი არ ექნება, და მწვრთნელის ამოცანაა სეზონის დასაწყისში გაარკვიოს თუ რისი მიღწევა სურს მოთამაშეს მომავალი თვეების ან სეზონის მანძილზე. ასეთი მიდგომა აგრეთვე ხელს შეუწყობს შემდგომი გაუგებრობის და კონფლიქტის თავიდან არიდებას.
    
     რასაკვირველია, ყველა ადამიანს სურს თავი
იგრძნოს დამსახურებულად. მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია იგრძნონ თავი გუნდის ღირსეულ და ღირებულ წევრად. ბევრი მოთამაშე აიგივებს მოგებას წარმატებასთან და წაგებას წარუმატებლობასთან. აქედან გამომდინარე, ასეთ მოთამაშეებს სჯერათ რომ, თავი რომ იგრძნონ წარმატებულად უნდა მოიგონ. თუმცა, ყველა გუნდურ სპორტში მონაწილეების ნახევარი იგებს, ხოლო მეორე ნახევარი აგებს. მწვრთვნელმა, რომელიც მოგებას ზედმეტად ანიჭებს მნიშვნელობას, წაგების შემთხვევაში, შეიძლება არასასურველი სტრესი გამოიწვიოს  მაღალ მოტივირებულ მოთამაშეებში (განსაკუთვრებით ბავშვებში).

    მწვრთვნელს შეუძლია
შემდეგნაერად დაეხმაროს თავის მოთამაშეებს, რათა იგრძნონ თავი ღირსეულად :
1. დაუსახოს მათ რეალური გეგმები
2. ჩართოს ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
3. მიუთითოს თამაშის პროგრესირებაზე და ინდივიდუალურ წარმატებებზე
4. არ გადააფასოს მოგების მნიშვნელობა
5. მისცეს მოთამაშეს საშუალება, დრო და შესაბამისი ვარჯიშები, ოსტატობის ასამაღლებლად
ტექნიკა
სპორტული ფსიქოლოგია