Pablo Software Solutions
                          მიხეილ რობიტაშვილი

დაიბადა 1957 წლის 17 ნოემბერს.
რაგბის თამაში დაიწყო 1976 წელს სამედიცინო ინსტიტუტის გუნდში, შერკინების პირველ ხაზში და 1982 წლამდე იყო გუნდის კაპიტანი.
1981 წელს გახდა საქართველოს და "ქარიშხალას" ცენტრალური საბჭოს ჩემპიონი, 1982 წელს კი საკავშირო შეიარაღებული ძალების პირველობის პრიზიორი.
1990-1995 წლები კლუბ "თბილისი"-ს მწვრთნელი.
1998-2004 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს რაგბის კავშირში სხვადასხვა თანამდებობაზე.
ექიმი, მუშაობს ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.